Back საპილოტე ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”

საპილოტე ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”

2017 წლის 19-20 ივნისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი საპილოტე ტრენინგი “სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე” მოსამართლეებისთვის. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა აპრილში ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის  შემდგომ ეტაპს.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ტრენერების სატრენინგო უნარების გაძლიერება და მონაწილეების ცნობიერების გაზრდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საკითხებთან მიმართებაში. საპილოტე ტრენინგს ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი. ტრენინგის შედეგად მოსამართლე ტრენერებს შეეძლებათ აღნიშნულ საკითხზე თავად ჩაატარონ კასკადური ტრენინგები კოლეგებისთვის.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page