Back ონლაინ კონფერენცია დიალოგისა და განვითარებისათვის კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად

ონლაინ კონფერენცია დიალოგისა და განვითარებისათვის კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიალოგისა და განვითარებისათვის კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ჩაატარა თემაზე: „ჰარმონიული თანაცხოვრება მრავალფეროვან გარემოში“. ღონისძიება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენციის მიზანი  ახალგაზრდებში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავება იყო და ასევე კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობის გაზრდა ჰარმონიული ცხოვრებისათვის. მონაწილეებმა განიხილეს თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ არსებული გამოწვევები, ასევე სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემები. ონლაინ კონფერენციის დროს სტუდენტებმა მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ თავიანთი ესეები წარადგინეს.

ღონისძიება ჩატარდა  მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page