Back ნატალია ვუტოვა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს უხელმძღვანელებს

ნატალია ვუტოვა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს უხელმძღვანელებს

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი პატივისცემით მიესალმება ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას, რომელიც ოფისს ევროპის საბჭოსა და ეუთოში მუშაობის 25 წლიანი პროფესიული გამოცდილებით უერთდება. ნატალია ვუტოვა მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში. ის ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს (2015-2020 წწ.), იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში (2007-2009 წწ.), ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში.

ნატალია ვუტოვა ფლობს სოფიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალში, პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის (პარიზი) მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო და ევროპულ სამართალში, სტრასბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებებში და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის მაგისტრის ხარისხს ქცევით მეცნიერებებში.

ნატალია ვუტოვა კითხულობს ლექციებს (აკადემიურ და პროფესიულ წრეებში) ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართალი, ოჯახში ძალადობის პრევენცია და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„მოხარული ვარ, გავაძლიერო ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებთან და ვუხელმძღვანელო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის შესანიშნავ გუნდს“, - აცხადებს ნატალია ვუტოვა ახალ პოზიციაზე საქმიანობის დასაწყისში.

თბილისი, საქართველო 9 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page