Back სასჯელაღსრულების დაწესებულებათა 150-ზე მეტმა თანამშრომელი გადამზადდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე

სასჯელაღსრულების დაწესებულებათა 150-ზე მეტმა  თანამშრომელი გადამზადდა  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით,  2017 წლის 26 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში, პენიტენციური სისტემის სამედიცინო და არასამედიცინო თანამშრომლებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე 7 ტრენინგი გაიმართა. სულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 158-მდე თანამშრომელმა, დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დაწესებულებებიდან.

მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. კერძოდ  ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა მდგომარეობის შეფასება და მკურნალობა, სამედიცინო შემოწმება ციხეში მიღებისას, ფსიქიატრიული ჯანდაცვა და მკურნალობის გეგმები, თერაპიული და ფსიქო-სარეაბილიტაციო აქტივობები დაწესებულებებში და ა.შ.

აღნიშნული სასწავლო კურსები თებერვლის თვეში ჩატარებული ტრენინგების განმეორებით ფაზას წარმოადგენდა.

ტრენინგის  შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლებიშეძლებენ უკეთ გაიცნობიერონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ამ პრობლემების მქონე პატიმართა საჭიროებები. მათ შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია ამგვარ პატიმრებთან უკეთ ურთიერთობისათვის. არსებობს მოლოდინი, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა უკეთ გაგებისა და მართვის შედეგად გაუმჯობესდება მათი და, შესაბამისად, ციხეში მყოფი სხვა ადამიანების   სიცოცხლის ხარისხი. რაც  დაეხმარება სტიგმისა და დისკრიმინაციის შესუსტებას, რომელიც  ხშირად სწორედ ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება. საბოლოოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებათა დაკმაყოფილება გაზრდის საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის შანსს   და  დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას შეამცირებს.

ეს ღონისძიება ევროპის საბჭოს იმ აქტივობათა შორისაა, რომლებიც საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. იგი გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page