Back 15-ზე მეტი მედია საშუალების წარმომადგენელი გაეცნო ევროსაბჭოს სტანდარტებს მედიასივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ

15-ზე მეტი მედია საშუალების წარმომადგენელი გაეცნო ევროსაბჭოს სტანდარტებს მედიასივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ

ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა მედიასივრცეში“, ასევე მოხდა ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული გზამკვლევის  - „მედიასივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები“-ს პრეზენტაცია  და გავრცელება. შეხვედრას 15-ზე მეტი მედიასაშუალების პროდიუსერი და ჟურნალისტი ესწრებოდა.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა თამარ კობახიძემ გახსნეს.

ბერტილ კოტიემ (ლუგანოს უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორი) და ნატა ძველიშვილმა (გამომცემლობა “ინდიგოს” აღმასრულებელი დირექტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილი დირექტორი) ისაუბრეს მედიასივრცეში პირადი ცხოვრების სამართლებრივ და ეთიკურ მხარეებზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდა ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა

  • ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას შორის;
  • კერძო vs. საჯარო პირების პირადი ცხოვრების გაშუქება;
  • დანაშაულის გაშუქება (მათ შორის, მსხვერპლის გაშუქება);
  • ფარული კამერების, დრონების და შენიღბული იდენტობის გამოყენება გაშუქებისას.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page