Back გრძელდება “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ? - შემდეგი თემაა ექსტრემიზმი

გრძელდება “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ? - შემდეგი თემაა ექსტრემიზმი

14 ივნისს 17.00-ზე ონლაინ ღონისძიებათა სერიის მეორე ღონისძიება - „მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ?“ ჩატარდება. ამ ვებინარის თემაა ექსტრემიზმის გაშუქება.

ვებინარის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში. მოწვეული მომხსენებლები საქართველოდან და გერმანიიდან ისაუბრებენ შემდეგზე:

  • როგორ გავაშუქოთ ექსტრემისტული ჯგუფები?
  • როგორ მოვიქცეთ, თუ პირდაპირ ეთერში ექსტრემისტული მოწოდებები გაჟღერდა?
  • როგორ გავაშუქოთ შეიარაღებული თავდამსხმელი?
  • რა გავითვალისწინოთ თავდამსხმელის მიერ მომზადებული მასალის გამოყენებისას?

 

ვებინართა სერია ძირითადად გამიზნულია მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებზე და მედიის სფეროში დასაქმებულ სხვა პირებზე. წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები, რომლებიც დაესწრებიან ვებინართა უმეტესობას (80%) მიიღებენ შესაბამის  სერტიფიკატებს. ამავე დროს ვებინართა სერიაზე დასწრება შეზღუდული არაა. დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხების მიმართ ინტერესი აქვს. 

მომხსენებლები:

ნანა ბიგანიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი, „სტუდია მონიტორი“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

რომან პორტაკი - გერმანიის ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გენერალური დირექტორი

მედია საუბრებს უმასპინძლებს მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენერალური დირექტორი.

რეგისტრაციის ბმული (მხოლოდ მათთვის ვისაც სერტიფიკატის მიღება სურს): https://bit.ly/3wnceGr

 

დასწრების ბმული (ყველასთვის): https://bit.ly/3uWR6WA

 

ქართულ-ინგლისური სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

 

პროექტის “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ?“ შესახებ

ვებინართა ეს სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ და ეძღვნება მედიის მიერ მგრძნობიარე თემების გაშუქებას.

დაახლოებით 10-მდე მოკლე ვებინარი გაიმართება ევროპის საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სოციალური მედია პლატფორმების მეშვეობით. თითოეული ვებინარი მიეძღვნება ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ თემას/გამოწვევას (ბავშვთა გაშუქება, რელიგია, დემონსტრაციები, ლგბტ თემი ა.შ.). ვებინარების სერია ერთგვარი გზამკვლევია ჟურნალისტებისათვის, თუ როგორ გააშუქონ იმგვარად, რომ არ გაამყარონ სტერეოტიპები ან გამოიწვიონ რეტრავმატიზაცია და ძალადობის გავრცელება.

ყოველი მომდევნო ვებინარის თემა წინასწარ დაანონსდება.

მედია საუბრების პროექტს ხელს უწყობენ ევროპის საბჭოს იმ წევრი ქვეყნების საელჩოები, რომლებიც საქართველო-ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის 2020-2023 მხარდამჭერები არიან.

ვებინართა სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

8 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page