Back „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია
„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“

ევროკავშირი და ევროპის საბჭო წარმოადგენენ საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ ერთობლივ პროექტს. პროექტის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის რეფორმებში ჩართული მხარეების მხარდაჭერა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაუმჯობესება.  

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, პიტერ დენისი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ანრი ოხანაშვილისაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, საქართველოს პარმალენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გოგაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი შავლიაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს სახალხო დამვცელის მოადგილე.

 

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ საკანონმდებლო ჩარჩოს და სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის არსებულ მექნიზმებს. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა მიმოიხილოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მართვის სხვადასხვა მოდელები და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ევროპული გამოცდილება.

 

მედიის წარმომადგენლები მოწვეულები არიან ღონისძიებაზე:

ორშაბათს, 2019 წლის 15 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში.

 

ღონისძიება ხორცილედება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II ფაზის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

 

საკონტაქტო პირი:

ნინო არდია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

+995 599 23 55 22 / [email protected]

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page