Back საერთაშორისო კონფერენცია მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე

საერთაშორისო კონფერენცია მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე

2017 წლის 28-29 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს, ევროკავშირის საქართველოს დელეგაციის, IRZ-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით.

კონფერენციაზე შეიკრიბნენ მოსამართლეები 14 ქვეყნიდან, რომლებმაც 2010 წელს ხელი მოაწერეს მემორანდუმს საერთო პლატფორმის შექმნის შესახებ, რისი მიზანიცაა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული იდეების, პრობლემებისა და გამოწვევების გაზიარება ხელმომწერ მხარეებს შორის. კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ერთმანეთთან დაკავშირებულ საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს მართლმსაჯულების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ წარმატებას, რასაც ქვეყანამ მიაღწია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებით და გამოკვეთა დავების მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმთა მნიშვნელობა, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი საქმეთა გაზრდილი რაოდენობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა დაგვიანებების დასაძლევად. ევროპის საბჭოს ექსპერტმა ბ-ნმა გერჰარდ რაისნერმა მსმენელებს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებისა და სტანდარტების მიმოხილვა წარუდგინა, რომელიც ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მე-17 დასკვნას ეფუძნებოდა. აღნიშნულმა მოხსენებამ გზა გაუხსნა ფართო დისკუსიას შეფასების რაოდენობრივ და ხარისხობრივ კრიტერიუმებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

კონფერენციის დასკვნები შეიკრიბება და გამოიცემა შემდგომი მოხმარებისათვის. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წელს ასტანაში, ყაზახეთში შეიკრიბებიან, რათა განაგრძონ მსჯელობა მართლმსაჯულებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე.  

ეს ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - თანადაფინანსებით. პროექტი ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page