Back საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები

საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები

2023 წლის 20 მაისს, ევროპის საბჭომ, საქართველოს ცენტრალ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, გამართა კონფერენცია თემაზე „საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები“.

კონფერენციის მიზანი გახლდათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ფასილიტაცია და კომუნიკაციის ეფექტიანი ფლატფორმის მხარდაჭერა. კონფერენციაზე, ჟურნალისტებმა, ახალი ამბების კორესპონდენტებმა და პოლიტიკური ტელეგადაცემების წამყვანებმა, სარედაქციო განყოფილებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს ციფრულ ეპოქაში არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ფრანკ დეშლერმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს მისასალმებელი სიტყვით და ხაზი გაუსვეს საარჩევნო მოხელეებსა და მედია საშულებების წარმომადგენელთა შორის მუდმივი დიალოგის არსებობის მნიშვნელობას - საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და არჩევნებისადმი სანდოობის გაზრდისათვის.

მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რუსთავი 2, მთავარი, TV პირველი, ფორმულა, ინტერპრესნიუსი, პალიტრანიუსი, ევრონიუსი, რადიო თავისუფლება, ტაბულა და ჯორჯიან ტაიმსი იმსჯელეს 2024 წლისათვის საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით ციფრული ტექნოლოგიებით ჩატარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მათ გავლენაზე საარჩევნო პროცესების მიუკერძოებლობაზე. მონაწილეები შეთანხმდნენ დემოკრატიული არჩევნების გამართვისათვის საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედია საშუალებებს შორის მუდმივი დიალოგის არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მედიის როლზე ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ აქტორებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ამბიციური მიზნის განხორციელებას, რათა არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს ელექტრონული საშუალებების საშუალებით.

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“.

20 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page