Back პრეზენტაცია და დისკუსია შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასებისა და რეკომენდაციების პირველად შედეგებზე

პრეზენტაცია და დისკუსია შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასებისა და რეკომენდაციების პირველად შედეგებზე

ევროპის საბჭომ გამართა პრეზენტაცია და დისკუსია შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასების წინასწარი მიგნებების შესახებ. წარმოდგენილი შეფასება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შრომის ინსპექციის სამსახურს მისი გაზრდილი მანდატის ეფექტურად განხორციელების საქმეში. დოკუმენტი გვთავაზობს ძირითად რეკომენდაციებს შრომის ინსპექციის ინსტიტუციური შესაძლებლობების სწრაფად, ეფექტურად და უწყვეტად გაზრდისა და მისი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

შეხვედრა გახსნეს სტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ბექა ფერაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა და ირმა გელაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა, მარიუს ბარტნინკასმა წარადგინა შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასების, ძირითადი მიგნებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების ყოვლისმომცველი პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი შეფასების გაანალიზების და შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების განსამტკიცებლად ქმედითი საკითხების განსაზღვრის მიზნით. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების და სხვა შესაბამისი სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ბექა ფერაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს წარმოდგენილი პროექტის მნიშვნელობას შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად შრომის კანონმდებლობის, შრომითი უფლბებისა და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული საგრძნობი წინსვლისა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მან მზაობა გამოხატა შეფასების ფარგლებში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებისა და ერთობლივი მსჯელობისთვის იმ საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო მაღალ სტანდარტებზე აიყვანს შრომით ურთიერთობებს საქართველოში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

თბილისი, საქართველო 11 ივლისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page