Back ტენდერი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

ტენდერი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია საერთაშორისო კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანდაცვა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში, განსაკუთრებული აქცენტით ფსიქიკურ ჯანდაცვაზე, ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისები, ზიანის შემცირების მიდგომა, სუიციდის პრევენცია, და ჯანდაცვის უზრუნველყოფის მონიტორინგი.

წინამდებარე ტენდერი დაყოფილია შემდეგ ლოტებად:

ლოტი 1: პოლიტიკური, სამართლებრივი და ოპერაციული კონსულტირება დამნაშავეთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად

ლოტი 2: დამნაშავეთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ პროფესიული შესაძლებლობების განვითარება, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ 

ხელშეკრულება 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ივნისი. განაცხადი და ყველა დამატებითი საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected].  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: “Tender – Prison Healthcare in Georgia –International Consultants”. სხვა მისამართზე გაგზავნილი განაცხადები ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 6 (ექვსი) სამუშაო დღით ადრე, შემდეგ მისამართზე [email protected].  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: “Questions – Prison Healthcare in Georgia – International Consultants”.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page