Back HELP სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

HELP სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

ძალოვანი უწყებების 30-მა წარმომადგენელმა წარმატებით დაასრულა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ევროპის პროგრამა (HELP).

10 მოდულისგან შემდგარი დისტანციური კურსი განხორციელდა 2020 წლის ნოემბერი-2021 წლის ივნისი პერიოდში. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეძლეს საფუძვლიანი ცოდნის მიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სტანდარტების შესახებ ისევე, როგორც საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა საქართველოში შედარებით ახალია, მაშინ როცა ძალოვანი უწყებები ყოველდღიურად დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ, აღნიშნული კურსის განხორციელება მნიშვნელოვანი და დროული იყო.

კურსი განხორციელდა ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ და, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა.

ევროპის საბჭო განაგრძობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

დისტანციური კურსი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფინანსური მხარდაჭერით.

15 ივლისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page