Back ქართულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა იმსჯელეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოთხოვნების ეფექტიანი იმპლემენტაციის თაობაზე

ქართულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა იმსჯელეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოთხოვნების ეფექტიანი იმპლემენტაციის თაობაზე

2020 წლის 5-6 ნოემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ერთად (საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური) გამართა ონლაინ ტრეინინგი თემაზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოთხოვნების ეფექტიანი იმპლემენტაცია“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა შესაბამისი ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) ცნობიერების ამაღლებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიმართულებით არსებულ მიმდინარე მოთხოვნებზე ისევე როგორც, სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (ML/FT) რისკების იდენტიფიცირებისა და მართვისათვის.

ტრენინგზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გლობალური AML/CFT საფრთხეების, რისკებზე დამყარებული მიდგომის მნიშვნელობისა (RBA) და მისი განხორციელების გზების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან, მუდმივ მონიტორინგთან, საეჭვო გარიგებების შესახებ ანგარიშის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში (2019), რითაც მოხდა ტრენინგის თემისა და საქართველოში არსებული რეალობის ერთიან კონტექსტში განხილვა.

ონლაინ ტრენინგის ფორმატის მიერ შემოთავაზებული პრაქტიკული საშუალებების გამოყენებით მონაწილეებმა დისკუსია გამართეს ცალკეულ სამუშაო ჯგუფებში. რის შედეგად მოხდა გამოცდილებებისა და მოსაზრებების, როგორც საკუთარ კოლეგებთან, ასევე უცხოელ ექსპერტებთან აქტიური გაცვლა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა  განიხილეს საკუთარი AML/CFT ცოდნის, გამოცდილების, მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და გადაჭრის შესაძლო გზებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.  თითოეული ჯგუფის მიერ დასკვნის სახით იდენტიფიცირებული ძირითადი საკითხი გაზიარებული და განხილული იქნა ყველა მონაწილესა და ექსპერტებთან ერთად.

ტრენინგი წარმოადგენს აქტივობების სერიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას მათ მიერ საერთაშორისო AML/CFT მოთხოვნების უფრო ეფექტურად და ეფექტიანად შესრულების მიზნით.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

5-6 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page