Back ქართველი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სასწავლო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ

ქართველი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სასწავლო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ

5 - 6 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლები და შერჩეული პროკურორები ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლებს ესტუმრნენ. შეხვედრების მთავარ თემას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე და პრევენციის ეფექტურ გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა.  

აღნიშნული სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

ესპანეთმა შეიმუშავა ეროვნული სისტემა სპეციალიზებული პროკურორებით, სპეციალიზებული სისხლის სამართლის სასამართლოთი და სპეციალიზებული პოლიციის განყოფილებით, რომლებიც მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობენ. სასწავლო ვიზიტის ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ესპანურ სასამართლო და სამართალდამცავ სისტემას.  

ვიზიტის დროს ქართველი პროკურორები და შსს-ს წარმომადგენლები უფრო სიღრმისეულად გაეცნენ ესპანურ კანონმდებლობას, პოლიტიკას, მონაცემთა შეგროვების გზებს და უწყებათაშორის თანამშრომლობას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. შეხვედრების დღის წესრიგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს მიერ და  ასევე მოიცავდა შეხვედრებს ესპანურ წითელ ჯვართან, რომელიც ოჯახში ძალდობის მსხვერპლთათვის დაცვისა და ზრუნვისთვის სატელეფონო სერვისს(ATENPRO) უზრუნვეყოფს.  

აღნიშნული სასწავლო ვიზიტი ქართველი მონაწილეების თქმით, მათი მიმდინარე და სამომავლო საქმიანობისთვის ძალიან სასარგებლოა.

headline 5 - 6 ივნისი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page