Back ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი - ტენდერი ეროვნულ დონეზე საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი - ტენდერი ეროვნულ დონეზე საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ტენდერს აცხადებს.

საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან თანამშრომლობით კონკრეტული აქტივობების განხორციელებას რამდენიმე თემატურ მიმართულებაზე.  კერძოდ, ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობის, გარემოს დაცვის, თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციის  დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რაც  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს  სამოქმედო გეგმის (2020-23 და 2024-27) ნაწილია. 

მომსახურების დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 16 აგვისტო.

ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა2023 წლის 22 ივნისი.

სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ წინასწარ გაეცნონ სატენდერო განაცხადსა და ხელშეკრულებას, სადაც მოცემულია სამუშაო ვადები, პირობები და საქმიანობის სფეროები.

31 მაისი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page