Back პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატიული ექთნებისთვის

პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატიული ექთნებისთვის

ევროპის საბჭო და ევროკავშირი განაგრძობენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებას პენიტენციურ სისტემაში მომუშავე ფსიქიატრიული ექთნების გადასამზადებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.

ამა წლის ივნისი-ივლისის განმავლობაში 15 ფსიქიატრიული ექთანი გადამზადდა ევროპის საბჭოს ექსპერტთა გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე.

ფსიქიატრიული  ექთნები ასრულებენ ცენტრალურ როლს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, როგორც კლინიცისტები, შემთხვევის მმართველი ექიმები, კლინიკური ექთნები და პრაქტიკოსი ექთნები. ისინი, როგორც  მულტი-დისციპლინარული გუნდის ნაწილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფსიქიკური დაავადების მართვაში. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ შექმნილიყო სპეციალური პროგრამა საქართველოს ფსიქიატრიული ექთნებისთვისაც.

პროგრამა 12 მოდულისგან შედგება და ითვალისწინებს პრაქტიკოსი ფსიქიატრიული ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას. 12 დღიანი სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს, ექთნებს მისცეს საბაზისო თეორიული ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო. ექთნებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგის 12 დღიანი კურსი, მიეცემათ შესაძლებლობა, კასკადური ტრენინგების გზით თავიანთი ცოდნა გადასცენ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე კოლეგებს.

აღნიშნული ღონისძიება ნაწილია ევროპის საბჭოს აქტივობებისა, რომლებიც საქართველოს დახურული ტიპის დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ისინი ორგანიზებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ნაწილია. 

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page