Back პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ

პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ

13 დეკემბერს, თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის “მედიისა  და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. აღნიშნულ შეხვედრაზე   შეიკრიბნენ შესაბამისი სფეროს მთავარი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.  მათ შორის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის ოფისის, შესაბამისი სასწავლო ცენტრების და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში მთავარი დაინტერესებული მხარეებისთვის ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების გაცნობა, ასევე საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების მხრივ საჭიროებების შეფასება. აღნიშნულმა შეხვედრამ დადებითი უკუკავშირი გამოიწვია  ყველა მონაწილის მხრიდან.  განიხილეს მთავარი გამოწვევები, მათ შორის სამართლისა და პრაქტიკის თვალსაზრისით და შესაძლო გრძელვადიანი და მოკლევადიანი ღონისძიებები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

შეხვედრის შედეგები აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ საბაზისო კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება 2020 წელს ფართო აუდიტორიის წინაშე. ევროპის საბჭოს ღონისძიებები ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაიგეგმება შესაბამისად.

13 დეკემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page