Back მოსამართლეები ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს

მოსამართლეები ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს

2018 წლის 14-15 ივლისს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით  ჩატარდა ორდღიანი სემინარი ქართველი  მოსამართლეებისთვის.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა მოსამართლეების მხარდაჭერა ეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებებში  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გამოყენებაში და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების  სრულყოფილი მიმოხილვა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს ისეთ ძირითად ვალდებულებებს როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება; სიცოცხლის უფლება; წამების აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა; განათლების უფლება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; საკუთრების დაცვა; გამოხატვის თავისუფლება; შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთბოლივი პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის ფარგლებში.

4 -15 July 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page