Back ვაგრძელებთ COVID-19 -ით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლას

ვაგრძელებთ COVID-19 -ით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლას

COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების საჭიროებების გათვალისწინებით ევროპის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს პირადი დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

ჯამში, უწყებებს 1550 სახის დამცავი ფარი, 1800 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1800 სამედიცინო ჩაჩი, 1600 სამედიცინო ნიღაბი, 500 ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი, 300 სამედიცინო ბახილი, 50 ლიტრი ხელის სადეზინფექციო ხსნარი და 50 ლიტრი ზედაპირის სადეზინფექციო სითხე გადაეცათ.

ეს მეორე მსგავსი დახმარებაა ევროპის საბჭოს პროექტის  „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. პირველი მსგავსი დახმარება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს  2020 წლის მაისში, COVID-19 კრიზისის საპასუხოდ გაეწია.

აღჭურვილობითი დახმარების მიზანია იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კომიტეტის (CPT) მიერ 2020 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული თავისუფლებააღკვეთილ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების შესრულების მხარდაჭერა. აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის დროს პატიმრების უფლებებისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

19 თებერვალი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page