Back განაცხადების მიღება: ადამიანის უფლებების სტანდარტების ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე საქართველოში

განაცხადების მიღება: ადამიანის უფლებების სტანდარტების ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე საქართველოში

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი იწყებს განაცხადების მიღებას მუნიციპალიტეტების შესარჩევად, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირების მიზნით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, თბილისი.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 15 მუნიციპალიტეტი, რომლებიც ადგილობრივ დონეზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ჩაერთვებიან სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებებით დაგეგმილ აქტივობებში.

ადგილობრივი ინიციატივებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული აქტივობების მხარდაჭერა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება, ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.

ინტერესის გამოხატვის შესახებ წერილის წარმოდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 30 ნოემბრის (შუაღამე/ცენტრალური ევროპის დრო (CET)) ჩათვლით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით [email protected].

კონკურსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვების წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის (შუაღამე/ცენტრალური ევროპის დრო (CET)) ჩათვლით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით [email protected]

პროექტი "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ხორციელდება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ,  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.  პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მათი ასოციაციის მხარდაჭერას ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიმართულებით, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ხელშეწყობას, ჰქონდეთ რეალური გავლენა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.   

განაცხადი ინტერესის გამოხატვის თაობაზე

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page