Back მორიგი ტრენინგი ადვოკატებისთვის ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ

მორიგი ტრენინგი ადვოკატებისთვის ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ

ევროპის საბჭო აგრძელებს ტრენინგების სერიას საქართველოში მოღვაწე იურისტებისთვის თემაზე „ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“ და 2017 წლის 6-7 ივნისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩაატარა მორიგი ორდღიანი ტრენინგი ადვოკატებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. მონაწილეებმა განიხილეს ანდისკრიმინაციის სტანდარტები როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ დონეზე. ტრენინგის შედეგად მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დისკრიმინაციის საქმეების გამოძიების ეტაპები, კომპარატორის ცნება, გონივრული და ობიექტური არგუმენტების ცნება.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page