Back მოსამართლეების ასისტენტების უნარების გაძლიერება საქართველოში

მოსამართლეების ასისტენტების უნარების გაძლიერება საქართველოში

15-16 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა ტრენინგი მოსამართლეების ასისტენტებისთვის საქალაქო და რეგიონული სასამართლოების სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოლეგიებიდან. სემინარი მიზნად ისახავდა  ასისტენტებისთვის გაეცნო საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლაში, მათ შორის: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციები და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.  აქტივობა მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც, მონაწილეებმა განიხილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რამდენიმე საქმე. 

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ და „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page