პროექტი “საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა”  წარმოადგენს ოთხი ეროვნული კომპონენტიდან ერთ-ერთს, რომელიც ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში და მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას.  პროექტის მიზანია ქვეყანაში, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წახალისება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და კონტროლის გზით.

პროგრამის სიახლენი

Back ტრეინინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაცია“

ტრეინინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი  დევნა; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაცია“

ევროპის საბჭო და ევროპის კავშირი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით მართავს ტრეინინგს თემაზე “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი  დევნა; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაცია“. ტრეინინგში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელები.

აქტივობა მიზნად ისახავს გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის წარმომადგენლების შესაძლებლობები მოახდინონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოვლენა, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე, განიხილონ დანაშაულებრივი  გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის ეფექტური მექანიზმები. პრაქტიკული კუთხით, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდა კონკრეტული კაზუსების განხილვით, რომელიც შემუშავდა ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ტრეინინგი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსათვის განხორციელებული ტექნიკური დახმარების ნაწილს, რომელიც ხორციელდება  პროექტის „ფულის გათეთრებისა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში (ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთბოლივი პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის) ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
ამოცანები

დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს კანონმდებლობის ევროპისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება;
  • ეროვნულ და სექტორულ დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • საზედამხედველო და მარეგულირებელ სფეროში პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება ისეთი სექტორებისა და პირებისთვის, როგორებიცაა დაზღვევა, სამორინეები, ადვოკატები, ძვირფასი ქვებითა და ლითონებით მოვაჭრეები, უძრავი ქონების აგენტები, არასამეწარმეო იურიდიული პირები;
  • ბენეფიციარი მესაკუთრისა და იურიდიული პირების გამჭვირვალობის გაძლიერება;
  • შესაბამისი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება ფულის გათეთრებასა და ეკონომიკურ დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლებრივი დევნის და მართლმსაჯულების განხორციელებისას.
საქმიანობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ბენეფიციარ ინსტიტუტებთან შეთანხმებისამებრ, მოიცავს შეფასებებს, ექსპერტთა კონსულტაციებს, სამუშაო შეხვედრებს, ტრეინინგებსა და მრგვალ მაგიდებს. პროექტის ფარგლები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში  მოქმედ ძირითად ინსტიტუტებთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან განხილვის შედეგად.

პროექტი  გაგრძელდება 2017 წლის ბოლომდე. პროექტს განახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ინფორმაციული საზოგადოებისა და დანაშაულთან ბრძოლის დირექტორატის ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილება.  

საკონტაქტო პირი

თეა ზარნაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი

[email protected]