Back ახალგაზრდა მუშაკები ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდებს ეცნობიან

ახალგაზრდა მუშაკები ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდებს ეცნობიან

7-13 ივლისს სურამში ეროვნული ტრენინგ კურსი „ადამიანის უფლებათა სწავლება ახალგაზრდული მუშაობის პრაქტიკაში“  ჩატარდა. ტრენინგი  ადამიანის უფლებათა ასოციაციის მიერაა ორგანიზებული და  ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში  პროექტ  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ტრენინგის მიზანია ახალგაზრდა მუშაკებმა ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდები გაიცნონ და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ. ტრენინგში მონაწილეობენ სამთავრობო სექტორის, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

ტრენინგის პროგრამა მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სწავლების მიდგომების შესაბამისად. პროგრამა მოიცავს არაფორმალური სწავლების პრინციპებსა და მიდგომებს და ყურადღებას ამახვილებს ექსპერიმენტული სწავლების მეთოდებზე, ასევე ამოცანებზე დაფუძნებულ აქტივობებსა და თანამშრომლობითი სწავლების მიდგომებზე.

2018 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში, პროექტის განხორციელების პრაქტიკულ ფაზაში მონაწილეები თავიანთ ორგანიზაციებში  ტრენინგის შემდგომ აქტივობებს განახორციელებენ.  პრაქტიკული ფაზის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეფასებებისთვისა და ოფიციალური დახურვის ღონისძიებისთვის კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

7-13 ივლისი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page