Back

HELP-ის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების კურსის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსთან ადაპტაცის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
HELP-ის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების კურსის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსთან ადაპტაცის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 ივნისს, თბილისში HELP- ის  ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების კურსის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსთან ადაპტაცისთვის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით და მისი მთავარი მიზანი იყო კურსის მომზადება ოფიციალურ დაწყებამდე და ასევე მიზნობრივი ტრენინგების გზით ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თემაზე ქართველი პროფესიონალების შესაძლებლობების გაღრმავება.  

ამასთან, სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ბავშვთა მართლმსაჯულების თემაზე ქვეყანაში არსებული სასწავლო მასალის განვითარება და გაუმჯობესება. კურსის ქართული ვერსიის შინაარსი და ფოკუსი განისაზღვრება თავად მონაწილეების მიერ, რომლებიც არიან ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები, იურისტები, პროკურორები, მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის-იუნისეფი. ქართული პლატფორმის და კურსის საბოლოო ვარიანტი 2018 წლის სექტემბერში იქნება მზად და მას მონაწილეები წლის ბოლომდე საქართველოს მთავარი პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის ზედამხედველობით გაივლიან. 

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში, ფაზა 1-ის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის(2016-2019) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების და პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა იმისათთვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების  სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში.