Back

სამუშაო შეხვედრა თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და აუდიოვიზუალური მომსახურებები“ პარლამენტის თანამშრომლებისთვის

26-27 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
სამუშაო შეხვედრა თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და აუდიოვიზუალური მომსახურებები“ პარლამენტის თანამშრომლებისთვის

ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და აუდიოვიზუალური მომსახურებები“.

შეხვედრამ შექმნა პლატფორმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლისა და მასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის გარშემო დისკუსიისათვის. ღონისძიებამ ასევე, ხელი შეუწყო აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროკავშირის დირექტივის (AVMSD) ანალიზს, კერძოდ, ძირითადი მოთხოვნებისა და ეროვნულ დონეზე აღნიშნული დირექტივის წარმატებით განხორციელების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებას, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით.

ჰიბრიდული ფორმატის ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტებიდან, მათ შორის, სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და იურიდიული კომიტეტებიდან, ისევე როგორც პარლამენტის სამდივნოსა და საპარლამენტო კვლევითი ცენტრის თანამშრომლები.