Back

სამუშაო შეხვედრა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება

საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე
29 მარტი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
სამუშაო შეხვედრა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება

2018 წლის 30 მარტს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტარდება სამუშაო შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე”.

ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაიონული, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მოსამართლეები და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ბ-ნი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში და ქ-ნი ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ  სასამართლოს როლს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ, ეფექტურ და დროულ აღსრულებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე, შეაფასებენ საქართველოს მიმართ გამოტანილი  გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობას.

ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.