Back სემინარი საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანამონაწილეობის აუდიტის (PGA) შესახებ

სემინარი საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანამონაწილეობის აუდიტის (PGA) შესახებ

2019 წლის 9-10 მაისს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სემინარი საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანამონაწილეობის აუდიტის (PGA) შესახებ. სემინარს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტირებული ფასილიტატორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის PGA-ს.

PGA-ს მიზანია გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციაში. ILO-ს მიერ შემუშავებული ინოვაციური ინსტრუმენტი, PGA, საშუალებას იძლევა საქმიანობები განხორციელდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს გენდერული პარიტეტი პროფესიულ თანამდებობებზე, რომ ტექნიკური სამუშაოს ყველა სეგმენტი გაანალიზდეს გენდერულ ჭრილში და რომ პროექტების შემუშავებაში, განხორციელებაში, მონიტორინგში და შეფასებაში არსებობდეს გენდერული მეინსტრიმინგის ინსტიტუციური მექანიზმები. ILO-ს მიერ აკრედიტებული ფასილიტატორები შეიმუშავებენ PGA-ს ანგარიშს, რომლის შედეგები ასახავს არსებულ მდგომარეობას და მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს გენდერული თანასწორობა საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის PGA ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page