Back

გრძელდება მუშაობა ანტიდისკრიმინალციული კანონმდებლობის გაუმჯობესებისათვის

გრძელდება მუშაობა ანტიდისკრიმინალციული კანონმდებლობის გაუმჯობესებისათვის

18 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ახალი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესებას. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პლათფორმის შექმნა კანონმდებლობის ნაკლოვანებებისა და რეფორმირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისთვის.

შეხვედრის დროს ევროპის საბჭოს ექსპერტმა გააკეთა პროექტის კვლევის პრეზენტაცია, რომელიც  ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და პოლიტიკას ეხებოდა. გარდა ამისა მონაწილეებმა განიხილეს თუ როგორ უნდა მიუხალოვდეს ქართული კანონმდებლობა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციებს.  

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თანამშრომლობის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში.