Back ვმუშაობთ უზენაეს სასამართლოსთან ერთად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მოქმედების შეფასებაზე

ვმუშაობთ უზენაეს სასამართლოსთან ერთად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მოქმედების შეფასებაზე

ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა დისტანციური ტრენინგი უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მოქმედების შეფასებაზე. მართლმსაჯულების მოქმედების შეფასების მიზანია შესაბამისი მხარეებისთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება, რაც დაეხმარება მათ მომავალში მსგავსი პროგრამების შექმნასა და განხორციელებაში.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა კრიტერიუმზე დაფუძნებული შეფასება, შეფასების მეთოდოლოგიის საფუძვლები, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონკრეტული წესები და კრიმინოლოგიური მიზნებისათვის სტატისტიკური ანალიზის საფუძვლები. მონაწილეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ჯგუფებში განხორციელებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებში. ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმოიხილეს სხვადასხვა შეფასების მეთოდები მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებულ საქმეებთან მიმართებაში.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლოს რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II ფარგლებში.

10-11 ივნისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page