Back

ვმუშაობთ მოსამართლეებთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უკეთ გამოყენებაზე სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს

6-7 ნოემბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ვმუშაობთ მოსამართლეებთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უკეთ გამოყენებაზე სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ორდღიანი სემინარი მოსამართლეებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეები გაცნობოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ სამართალს, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან, მტკიცებულებათა დასაშვებობასთან, თავისუფლების უფლებასთან, აღკვეთის ღონისძიებებთან სასამართლო პროცესის მომზადებასთან და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების სხვადასხვა ასპექტებთან. გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვის ძირითადი მიგნებები.

მიმოხილვა წარმოადგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს შემდგომი გაუმჯობესებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.

ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის”  ფარგლებში.