Back ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების ეროვნულ დონეზე აღსრულების მიზნით

ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების ეროვნულ დონეზე აღსრულების მიზნით

2020 წლის 28 მაისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე ეფექტიან აღსრულებაზე. სემინარის მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მუშაობის მეთოდები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში საქართველოსთან მიმართებით არსებული პრობლემები, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტატუსი და ადამიანის უფლებათა დაცვის ალტერნატიული ანგარიშების სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის წარდგენით არასამთვრობო ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელების პროცესში. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა და ევროპის საბჭოს HUDOC_ის მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება.

 

ონლაინ სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში„ ფარგლებში.

28 მაისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page