Back სამდღიანი სემინარის მთავარი თემა: რა არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა?

სამდღიანი სემინარის მთავარი თემა: რა არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა?

6-8 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თანამშრომლების, დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისის, სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის პერსონალისა და მედიის ჩართულობით გაიმართა სემინარი თემაზე: „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები“.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების სამართლებრივი პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ამ მიდგომების გათვალისწინებით ქართულ სასამართლო სისტემაში არსებული ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განსაზღვრა, ასევე აღნიშნული მიდგომების სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებისა და სპიკერ მოსამართლებიის სამუშაო პროცესში დანერგვა.

სემინარის მონაწილეებმა დამატებით მიმოიხილეს, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჭრილში.

სამდღიანი სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ორგანიზებით, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპულიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  

6-8 დეკემებრი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page