Back ტრენინგი ანტიდისკრიმინაციის ევროპული სტანდარტების შესახებ საშუალო რგოლის პროკურორებისა და ადვოკატებისთვის

ტრენინგი ანტიდისკრიმინაციის ევროპული სტანდარტების შესახებ საშუალო რგოლის პროკურორებისა და ადვოკატებისთვის

2017 წლის 23-24 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ორი ორდღიანი ტრენინგი საშუალო რგოლის პროკურორებისა და ადვოკატებისთვის თემაზე „დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპული სტანდარტები“. ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ.

ტრენინგზე განხილული იქნა ანტი-დისკრიმინაციის ევროპული და ადგილობრივი სტანდარტები. სასამართლო საქმეებზე დაყრდნობით მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლებზე: ცნებები და დისკრიმინაციის შესახებ საჩივრის არსებობის შემთხვევაში შეფასების ეტაპები, კომპარატორის მნიშვნელობა, კანონიერი მიზანი, გონივრული და ობიექტური გამართლება, დისკრიმინაციის საფუძვლები (სქესი და გენდერი, ოჯახური ძალადობა, გენდერული იდენტობა, მოქალაქეობა, რასა და ეროვნება. ტრენინგის შედეგად ოცდაორმა პროკურორმა და ოცდათვრამეტმა ადვოკატმა აიმაღლა ცოდნა დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპული სტანდარტების შესახებ.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge