Back ტრენინგი პიროვნულ განვითარებასა და გუნდურ შეჭიდულობაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლისათვის

ტრენინგი პიროვნულ განვითარებასა და გუნდურ შეჭიდულობაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლისათვის

2022 წლის 22-23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი რომელიც შეეხებოდა, ერთი მხრივ, პიროვნულ განვითარებას და, მეორე მხრივ, გუნდურ შეჭიდულობასა და კოლეგიალობას. შედარებით ახალი გუნდისთვის ეს აღმოჩნდა კარგი შესაძლებლობა, რათა მეტი გაეგოთ ერთმანეთის შესახებ და აღმოეჩინათ ურთიერთთანამშრომლობის მეტი პოტენციალი.

ტრენინგზე განხილულ საკითხთა შორის იყო პირადი და გუნდის რესურსების სწორი გადანაწილება, საკუთარი თავის მართვა, რაც სტრესისა და დროის მენეჯმენტსაც მოიცავს,  შიდა კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა. ტრენინგი მიზნად ისახავდა აღნიშნულ თემებზე დაფიქრებას, შესაბამისი უნარების შეძენასა და ამ გზით სამუშაო პროცესისა თუ შედეგების გაუმჯობესებას.

ღონისძიება ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით. იუსტიციის უმაღლესი სკოლა პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია და მისი, როგორც ინსტიტუციის შესაძლებლობათა განვითარება პროექტის მთავარ მიზნებს შორისაა.

პროექტი - „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ - თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II 2019-2023 ფარგლებში.

22-23 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page