Back ტრენინგი თემაზე „ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში“

ტრენინგი თემაზე „ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში“

პენიტენციური სისტემის 120-ზე მეტი თანამშრომლისთვის (ექიმები, ექთნები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, რეჟიმის და უსაფრთხოების თანამშრომლები) ჩატარდა პირველი კასკადური ტრენინგი თემაზე - ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამოქალაქო სექტორში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოპიოიდების აგონისტებით თერაპიაზე (ოათ) ხელმისაწვდომობა, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებებში ოათ ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ამჟამად, ოათ უზრუნველყოფილია ორ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა დაგეგმილია გრძელვადიანი თერაპიის ეტაპობრივი დანერგვა საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში თერაპიის  უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და გრძელვადიანი თერაპიის შეუფერხებლად დანერგვის უზრუნველყოფის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ოათ-სთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პენიტენციური დაწესებულების პერსონალის ცნობიერების ამაღლებას.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

17 - 21 ნოემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page