Back ტრენინგი თემაზე: პოლიტიკური საქმიანობის მონიტორინგი სოციალურ მედიაში

ტრენინგი თემაზე: პოლიტიკური საქმიანობის მონიტორინგი სოციალურ მედიაში

10-11 ივლისის, ევროპის საბჭოს მხრადაჭერით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: პოლიტიკური საქმიანობის მონიტორინგი სოციალურ მედიაში.

ევროპის საბჭოს ადგილობრივმა კონსულტანტებმა შეუმუშავეს ტრენინგისათვის საჭირო მასალა და წარმართეს ორი, ნახევარდღიანი სასწავლო სესია. ტრენინგზე მონაწილეებმა შეიძინეს ზოგადი ცოდნა სოციალურ მედიაში რეკლამირების უახლეს მიდგომებზე და პრაქტიკული რჩევები, რათა ეფექტიანად განახორციელონ მონიტორინგი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: სოციალური მედიის ალგორითმი, ფეისბუქის საძიებო სისტემის გამოყენება, როგორ გამოვიკვლიოთ ჩვენთვის სასურველი გვერდები და მათი მომხმარებლები, რეკლამირების ისტორიის ანალიზი, დასპონსორებული გვერდები ან/და პოსტები და როგორ ხდება დასპონსორებული ინფორმაციის გავრცელება.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში.

10-11 ივლისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page