Back გამოხატვის თავისუფლების ტრენინგი მოსამართლეებისთვის

გამოხატვის თავისუფლების ტრენინგი მოსამართლეებისთვის

2019 წლის 14-15 დეკემბერს ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე „გამოხატვის თავისუფლება“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი საქმეებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესახებ. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მე-10 მუხლის სტრუქტურასა და ევროპული კონვენციით განსაზღვრულ სხვა კვალიფიციურ უფლებებს; მოსამართლეებმა განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, მორალი, რელიგიური გრძნობები და ადამიანის უფლებატა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

14-15 დეკემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page