Back

ტრენინგი პროკურორებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საკომუნიკაციო სტანდარტების შესახებ

headline 12-13 ივლისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ტრენინგი პროკურორებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საკომუნიკაციო სტანდარტების შესახებ

2018 წლის 12-13 ივლისს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ  საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი 35 პროკურორისთვის “სისხლის სამართლის საქმეებზე კომუნიკაციის სტანდარტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებთან”.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პროკურორების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება შშმ პირებთან და თემატიკის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი შშმ პირების უფლებებთან მიმართებით, შშმ პირის სტატუსი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, შშმ პირების მონაწილეობა გამოძიების პროცესებში, შეზღუდული შესაძლებლობების ძირითადი სახეები და დისკრიმინაციული ქცევის ანალიზი. სასწავლო კურსი თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.