Back

ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სწავლებაზე - ახალგაზრდა განმანათლებლები ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის

24-29 ივლისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სწავლებაზე - ახალგაზრდა განმანათლებლები ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები და თანასწორობის ელჩები შეიკრიბნენ, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლებისა და არაფორმალური საგანმანათლებლო ინსტრუმენტების გასაცნობად. ისინი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებულ, ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ტრენერთა ტრენინგს დაესწრნენ, რათა ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდები თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.

ამ ტრენერთა ტრენინგის მთავარი მიზანია მონაწილეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვა, რომლებიც საჭიროა თავიანთ თემში ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან შეკრებილმა მონაწილეებმა საჭირო ცოდნა და უნარები მიიღეს, რათა განახორციელონ აქტივობები ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოებზე დაფუძნებით, როგორებიცაა „Compass”, “Bookmarks” და “We CAN!”. ამ აქტივობების განხორციელებაში ტრენინგის მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ ევროპის საბჭოს ტრენერები.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.