Back საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი თემაზე “საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი თემაზე “საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“

6-7 აგვისტოს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ჩაატარეს ორდღიანი ტრენერთა ტრენინგი თემაზე "საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები". ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული და აუდიტის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერებმა სიღრმისეულად განიხილეს საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების გაუმჯობესების პრაქტიკული ასპექტები, რათა უკეთ მომზადებული შეხვდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ერთად, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა მონაწილეებს ასევე გააცნო საარჩევნო დავებზე აშშ-ის პრეცედენტული სამართლის პრაქტიკა.

ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო დავების გადაწყვეტის გაუმჯობესებას. ტრენინგი ეფუძნება ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ვენეციის კომისიასთან ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს. ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები საარჩევნო დავებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ საოლქო საარჩევნო კომისიის დაახლოებით ას ორმოცდაათამდე  წევრს.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის  „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით.

თბილისი, საქართველო 6-7 აგვისტო, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page