Back ტრენინგი ცნობადობის ამაღლების კამპანიების წარმოებასა და კომუნიკაციაში

ტრენინგი ცნობადობის ამაღლების კამპანიების წარმოებასა და კომუნიკაციაში

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, ორგანიზება გაუწია ტრენინგს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის, ცნობადობის ამაღლების კამპანიების წარმოებასა და კომუნიკაციაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის ხელმძღვანელები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი და კომუნიკაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სხვა თანამშრომლები.

ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი კომუნიკაციების, ცნობადობის ამაღლების და ქცევითი მეცნიერებების სფეროში. ღონისძიება მოიცავდა ორ სესიას, რომელთა დროსაც ექსპერტმა წარმოადგინა ცნობადობის ამაღლების კამპანიის წარმოების საუკეთესო პრაქტიკა და განიხილა ის შეცდომები, რომლებიც ძირს უთხრიან კამპანიის მიზნებს. აღნიშნულის დასადასტურებლად ექსპერტმა წარმოადგინა კამპანიების ეფექტურობასთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევების შედეგები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიზნად ისახავს ადვოკატის პროფესიის წარმოჩენას საზოგადოებაში და ასევე, ასოციაციის წევრებში საკუთარი იმიჯის განმტკიცებას. ევროპის საბჭოს ექსპერტული მხარდაჭერით ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს ახალ კომუნიკაციის სტრატეგიაზე და სამუშაო გეგმაზე. ტრენინგი საშუალებას მისცემს ასოციაციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, უკეთ დაგეგმონ შიდა და გარე კომუნიკაციასთან დაკავშირებული აქტივობები.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პრფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

19 და 23 აპრილი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page