Back

ტრენინგ კურსი "ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ" დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებისთვის

16 ივლისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ტრენინგ კურსი

გიწვევთ ტრენინგ კურსზე დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებისთვის "ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ".

ტრენინგი ტარდება ადამიანის უფლებათა ასოციაციის მიერ „მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანიის ფარგლებში.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, აჭარიდან და ახმეტის მუნიციპალიტეტიდან.

ტრენინგში მონაწილეობისათვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 ივლისი.

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ: https://bit.ly/wetogetherwecan
დამატებითი ინფორმაცია: https://rm.coe.int/instructions/16809efe3b

პროექტი „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ ხორციელდება ევროპის საბჭოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. იგი შედგება ტრენინგებისა და მცირე პროექტების განხორციელების ფაზისაგან. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენელებს, რომ ისწავლონ ადამიანის უფლებების შესახებ, კერძოდ, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და ასევე განახორციელონ საინტერესო და შემოქმედებითი მცირე მასშტაბის პროექტები თავიანთ მუნიციპალიტეტში / თემში.

შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშრდეთ ორგანიზატორებს ელ. ფოსტით - hrage.info@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!