Back დისკრიმინაციული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო

დისკრიმინაციული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო ჯგუფმა  მუშაობა დაიწყო

2018 წლის 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრისას პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს სტატისტიკური მონაცემების შესახებ არსებული  მიდგომა. ისინი შეთანხმდნენ სამომავლო აქტივობებზე, რომელიც ითვალისწინებს დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის შემუშავებას ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.   

სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო ჯგუფი  შედგება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისგან. აღნიშნულ პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“ იგი ითვალისწინებს არსებული სიტუაციის ანალიზს, ასევე რეკომენდაციების და სახელძღვანელო პრინციპების შემუშავებასა და შესაძლებლობების განვითარებას მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება. პროექტი ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page