Back მმართველი კომიტეტმა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ პროექტის მიმდინარეობა განიხილა

მმართველი კომიტეტმა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ პროექტის მიმდინარეობა განიხილა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, 2023  წლის 24 მაისს გაიმართა მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“  ფარგლებში.

გამართულ შეხვედრაზე პროექტის ოფიცერმა, სოფიო ასათიანმა  წარადგინა უკვე განხორციელებული აქტივობები: ხარვეზების ანალიზის ანგარიში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის თავისებურებების სახელმძღვანელო და ჩატარებული ტრენერთა ტრენინგი, ასევე  კომიტეტის წევრებს გააცნო  სამოქმედო გეგმა, ცნობიერების ამაღლების საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმომადგენლები.

პროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივი და პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე მათ შორის ციფრულ გარემოში, ეფექტური რეაგირების მიზნით პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას.  

24 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page