Back პროექტი „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ დაიწყო

პროექტი „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ დაიწყო

23 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება“. ღონისძიების პრეზენტაცია ონლაინ გაიმართა. პროექტი 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე განხორციელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები წარმომადგენლები, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაზე მუშაობენ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური უფლებების განმტკიცებას ევროპული სოციალური ქარტიის დებულებების შესაბამისად. იგი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების გაწევაში, ასევე ქართული კანონმდებლობის (კონკრეტულად შრომითი უფლებების სფეროში) ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

2005 წლის 22 აგვისტოს საქართველომ მოახდინა ევროპული სოციალური ქარტიის განახლებული ვერსიის რატიფიცირება და 98 პარაგრაფიდან 63 მიიღო. სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის (ECSR) მიერ საქართველოში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები შრომისა და დასაქმების უფლებების სფეროში ეხება მუშაობის უფლებას, შრომის სამართლიან პირობებს, სამართლიან ანაზღაურებას, შევიწროებას სამუშაო ადგილზე და პროფესიულ სწავლებას.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქრისტოფ პუარელმა, ადამიანის უფლებების დირექტორმა, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი (DGI), ევროპის საბჭო, ეკატერინე ტიკარაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა  ნატალია ვუტოვამ.  

ღონისძიების ვიდეო მასალა ხელმისაწვდომია აქ.

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს საქართველოსთვის 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page