Back

პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ სამუშაო გეგმა დამტკიცდა

პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ სამუშაო გეგმა დამტკიცდა

2018 წლის 12 სექტემბერს თბილისში პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. კომიტეტმა პროექტის შემდეგი 6 თვის სამუშაო გეგმა დაამტკიცა და განიხილა დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევის წინასწარი შედეგები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ საბაზისო კვლევა. პროექტის ფარგლებში იგეგმება ორივე კვლევის  შემოდგომაზე გამოქვეყნება.

მმართველი კომიტეტის მიზანია გაუწიოს პროექტს ზედამხედველობა და შეაფასოს მისი განხორციელების პროგრესი. კომტეტი ასევე აფასებს პროექტის ძირითად რისკებსა და გამოწვევებს. იგი შედგება ევროპის საბჭოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან. კომიტეტში ასევე შედიან პროექტის ბენეფიციარა ინსტიტუცტები: პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, პროკურატურა, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

თანამშრომლობის პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ. პროექტი ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე.