Back იწყება “მედია საუბრები: როგორ (არ) გავაშუქოთ?

იწყება “მედია საუბრები: როგორ (არ) გავაშუქოთ?

27 მაისს 17.30-ზე ონლაინ ღონისძიებათა სერიის პირველი ღონისძიება - „მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ?“ ჩატარდება. ამ ვებინარის თემაა ბავშვთა საკითხების გაშუქება. ამით ვეხმიანებით ბავშვთა საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოში 1 ივნისს აღინიშნება.

ვებინარის მხარდამჭერია საფრანგეთის საელჩო საქართველოში. მოწვეული მომხსენებლები საქართველოდან და საფრანგეთიდან ისაუბრებენ:

  • როგორ ავირიდოთ თავიდან რეტრამვირება?
  • საკმარისია მშობლის თანხმობა გაშუქებაზე?
  • რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი?

ვებინართა სერია ძირითადად გამიზნულია მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებზე და მედიის სფეროში დასაქმებულ სხვა პირებზე. წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები, რომლებიც დაესწრებიან ვებინართა უმეტესობას (80%) მიიღებენ შესაბამის  სერტიფიკატებს. ამავე დროს ვებინართა სერიაზე დასწრება შეზღუდული არაა. დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხების მიმართ ინტერესი აქვს. 

მომხსენებლები:

ზვიად ქორიძე - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი, ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლასა და GIPA-ში.

პიერ განცი - საფრანგეთის ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს მდივანი ყოფილი ჟურნალისტი  France-Inter, RMC და RFI.

მედია საუბრებს უმასპინძლებს მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენერალური დირექტორი.

რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3wnceGr

დასწრების ბმული: https://bit.ly/3hODREr

ქართულ-ფრანგული სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

 

პროექტის “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ?“ შესახებ

ვებინართა ეს სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ და ეძღვნება მედიის მიერ მგრძნობიარე თემების გაშუქებას.

დაახლოებით 10-მდე მოკლე ვებინარი გაიმართება ევროპის საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სოციალური მედია პლატფორმების მეშვეობით. თითოეული ვებინარი მიეძღვნება ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ თემას/გამოწვევას (ბავშვთა გაშუქება, რელიგია, დემონსტრაციები, ლგბტ თემი ა.შ.). ვებინარების სერია ერთგვარი გზამკვლევია ჟურნალისტებისათვის, თუ როგორ გააშუქონ იმგვარად, რომ არ გაამყარონ სტერეოტიპები ან გამოიწვიონ რეტრამვირება და ძალადობის გავრცელება.

ყოველი მომდევნო ვებინარის თემა წინასწარ გახდება ცნობილი.

მედია საუბრების პროექტს ხელს უწყობენ ევროპის საბჭოს იმ წევრი ქვეყნების საელჩოები, რომლებიც საქართველო-ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის 2020-2023 მხარდამჭერები არიან.

ვებინართა სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

27 მაისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page