Back საქართველოში მეოთხე ყოველწლიურ თანასწორობის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოში მეოთხე ყოველწლიურ თანასწორობის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 2022 წლის თანასწორობის კვირეული გახსნეს. ყოველ წელს, კვირეულის ფარგლებში, სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები  მონაწილეობას იღებენ ღონისძიებების სერიაში, რომლის მიზანია  მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა საქართველოში. წელს თანასწორობის კვირეული 15-22 ნოემბერს გაიმართება სლოგანით „საქართველო ჩვენშია“.

"საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის შექმნის თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოების დამოკიდებულებაზე უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობის მიმართ, რაც უახლესი გამოკითხვებითაც დასტურდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებულად უპასუხებენ თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს," -თქვა სტეფან სირბუმ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში თანასწორობის კვირეულის გახსნით სიტყვაში.

ღონისძიების გახსნაზე ისაუბრეს ნინო წილოსანმა - პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ; ალექსანდრე დარახველიძემ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ; მაიკე ვან კოლდამი -ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში; რიინა კალიურანდი - ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა; გელა გელაძე - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსმა; სალომე შენგელიამ - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი და ვანო ჩხიკვაძემ -„თანასწორობის კოალიცის“ წარმომადგენელმა.

Tbilisi Open Air / AlterVision-ის დამფუძნებელი, აჩიკო გულედანმა ისაუბრა Tbilisi Open Air ფესტივალის როლის შესახებ  თანასწორობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ,  რეინჯერმა ლუსინე დოსტიბეგიანმა და აქტივისტმა, ალექსანდრე ქავთარაძემ ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პერსპექტივის შესახებ. დისკუსიას უძღვებოდნენ ქეთევან შუბაშვილი, თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სახალხო დამცველის აპარატიდან და ტელეწამყვანი დავით გორგილაძე.

დისკუსიის მონაწილეების მიმართ მაღალი მოლოდინი მაქვს. თითოულ მათგანს დიდი წვლილი შეაქვს იმ საქმეში, რასაც ემსახურება. ჩვენ გვყავს მონაწილეები, რომელთა მაგალითებმა დიდი გარდატეხა შეიტანეს თემის წევრების დამოკიდებულებებში, გაზარდეს ახალგაზრდა თაობის ცნობიერება უმცირესობების, ქალთა და ბავშვთა უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.“- აღნიშნავს დავით გორგილაძე.

საუბრების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ფეისბუქ გვერდზე.

თანასწორობის კვირეულის ღონისძიებები დაგეგმილია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, თანასწორობის ელჩებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად თანამშრომლობით.

ძირითადი  ღონისძიებები მოიცავს:

  1. მართლწესრიგის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული ოფიცრების  გადამზადება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებზე
  2. შსს-თან, პროკურატურასთან, უზენაესი სასამართლოსთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან ერთად ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების შესახებ
  3. იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „საჯარო სამსახურში თანასწორობის გაძლიერება“
  4. თანასწორობის ელჩის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა სკოლა ბავშვებისთვის
  5. საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან
  6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ერთად ორგანიზებული  თამაში თანასწორობაზე „რა? სად? როდის?“
  7. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებული ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიგნებების პრეზენტაცია
  8. კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ორგანიზებული ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - დისკრიმინაცია და მისი გაშუქების სტანდარტები
  9. რეთეილ ასოციაციასთან თანამშრომლობით თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ კამპანიის პროდუქტების უფასოდ გავრცელება რითეილ ასოციაციის წევრ მაღაზიებში.

უფრო მეტი ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და კამპანია მე ვირჩევ თანასწორობის ფეისბუქ გვერდებზე.

თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“  ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 

საკონტაქტო პირები პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, [email protected] ტელეფონი: +995 595 221 999

 ტატიანა ბაევა - ევროპის საბჭო

თბილისი/სტრასბურგი 16 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page