Back გამოიცა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითადი გადაწყვეტილებების პირველი გზამკვლევი

გამოიცა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითადი გადაწყვეტილებების პირველი გზამკვლევი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრესის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პირველი გზამკლევი - პრაქტიკის ანალიზი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. გამოცემაში თავმოყრილია პრესის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ასახულია კონკრეტული შემთხვევები, თუ როგორ განიხილავს საბჭო ამ შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე.  

პუბლიკაცია წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს. მასში თავმოყრილია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელთა ანალიზიც პირველად მოხდა.  პრაქტიკის ანალიზის სამიზნეა, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების კუთხით. 

პუბლიკაცია მომზადებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ და ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

22 იანვარი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page